აქ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნაცვლად კაზინოა, "ოცნების" დროს გაჩერდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პროექტები | "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ბრიფინგი ბათუმში

გამოქვეყნდა:

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა და "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანიამ ბათუმში, ბათუმის ტექნიკურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. ადგილზე იმყოფებოდა მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანიაც.

უნივერსიტეტის მშენებლობა მიხეილ სააკაშვილის დროს დაიწყო, მოგვიანებით, "ოცნების" ხელისუფლების პირობებში შენობა გასხვისდა და დღეს იქ კაზინოა გახსნილი. 

"აქ უნდა იყოს ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, მაგრამ ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში გაჩერდა ყველა ის პროექტი, რომელიც დაკავშირებული იყო მიხეილ სააკაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან, ეს პროექტიც გაჩერებულია და აქ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნაცვლად არის კაზინო. ეს არის ოლიგარქიული რეჟიმის სტილი, მაგრამ ჩვენ გპირდებით, რომ განვითარების ის ტემპი, რომელიც იყო სამაგალითო მთელი რეგიონის მასშტაბით, გაგრძელდება ბათუმში, სრულიად აჭარაში: ჩვენ შემოვიყვანთ 5 მილიონ ტურისტს, მოვიზიდავთ 10 მილიარდის პირდაპირ ინვესტიციას, ავაშენებთ ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, საკრუიზო პორტს, აუცილებლად ავაშენებთ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას გონიოში და ეს ყველაფერი მოხდება 26 ოქტომბრის შემდეგ", - თქვა ფავლენიშვილმა.

გიული ალასანიას თქმით, ბათუმი განათლების ცენტრად იყო ჩაფიქრებული და სამწუხაროა, რომ დღეს აღნიშნულ შენობაში კაზინო ფუნქციონირებს, მისი განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები შეცვლის არსებულ მდგომარეობას.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი