მთავრობა საქართველოს ელჩებს შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, NATO-სა და გაეროს განყოფილებებში, თანამდებობიდან ათავისუფლებს

გამოქვეყნდა:

მთავრობა საქართველოს ელჩებს შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ასევე საქართველოს წარმომადგენლებს ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და MATO-ში, თანამდებობიდან ათავისუფლებს. შესაბამისი განკარგულბა მთავრობამ უკვე გამოაქვეყნა და ამ წინადადებით პრეზიდენტსაც მიმართა. 

განკარგულების მიხედვით, შვეიიცარიაში საქართველოს ელჩმა, რევაზ ლომინაძემ, თანამდებობა 1-ლი ოქტომბრიდან უნდა დატოვოს. ამავე დღეს შეუწყდება უფლებამოსილება ჟენევაში, გაეროს განყოფილებებსა და სხვა ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ალექსანდრე მაისურაძეს.

თანამდებობა 15 ოქტომბერს უნდა დატოვოს ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ. 21 სექტემბერს კი უფლებამოსილება NATO-ში საქართველოს წარმომადგენელს, ვიქტორ დოლიძეს შეუწყდება.

მანამდე, მთავრობის განკარგულებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, ზურაბ პატარიძე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი