პუტინის ჯაშუშის თავის მართლება | რას ყვება პაველ რუბცოვი, იგივე პაბლო გონსალესი, საქართველოში თავისი საქმიანობის შესახებ

გამოქვეყნდა:

რუსი ჯაშუშის თავის მართლება - პაველ რუბცოვი, აგენტი, რომელიც კრემლს დიდი გაცვლის ოპერაციის ფარგლებში გადასცეს, საქართველოში საქმიანობის შესახებ ყვება. რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში პაბლო გონსალესად ცნობილი მამაკაცი იხსენებს, თუ როგორ მუშაობდა თბილისში ჟურნალისტად. შეხვედრები ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ინტერვიუები პოლიტიკურ ლიდერებთან და ურთიერთობა ოპოზიციის ლიდერებთან. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გონსალესი რამდენიმე წელი ცხოვრობდა და ხშირად სტუმრობდა საქართველოს. დღეს ის უარყოფს, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ გონსალესი, ანუ რუბცოვი იყო ადამიანი, რომელსაც ცნობილ მკვლელ კრასიკოვთნ ერთად, თვითმფრინავის ტრაპთან პირადად ვლადიმერ პუტინი დახვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი