ბიძინა ივანიშვილი ხალხს ისევ შიშით ხვდება. ოლიგარქი მთელ ქვეყანაში ისევ ტყვიაგაუმტარი აკვარიუმით მოგზაურობს. ბოლოს "ქართული ოცნების" ლიდერი რაჭაში, ამბროლაურში იყო, ისევ ქუდზე კაცს და საკონსტიტუციო უმრავლესობას ითხოვდა, თუმცა მოსახლეობასთან კონტაქტი მხოლოდ სიტყვით გამოსვლით შეზღუდა. არათუ რიგით მოქალაქეებს, ივანიშვილი საკუთრი პარტიის ლიდერებსაც კი არ უშვებს ახლო დისტანციაზე, ღარიბაშვილი, კალაძე, მდინარაძე, პაპუაშვილი, ოლიგარქისგან ყველანი მოშორებით დგანან და მხოლოდ ირაკლი კობახიძეს აქვს უფლება, დაჯავშნულ კოლბაში შესვლის გარეშე ხელი ჩამოართვას საკუთარ კერპს.