"ქართული ოცნების" ახალი საარჩევნო პროპაგანდა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ლაპარაკობს და ამისთვის საჭირო ინსტრუმენტად პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობას ასახელებს. ოპოზიციის ლიდერები და იურისტები მმართველ პარტიას მორიგ ტყუილში ამხელენ. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ოლიგარქი ხელისუფლების შენარჩუნების და დახმარების სანაცვლოდ კრემლს აფხაზეთის გარკვეულ ლეგიტიმაციას ჰპირდება და ამომრჩეველს მთლიანობის აღდგენის არარსებული გეგმით ატყუებს. იურისტები კი იხსენებენ, რომ "ქართულ ოცნებას" უკვე ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში და არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციისთვის.