
ქვეყნის განვითარება ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების შემდეგ - ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები კახეთში რეგიონულ შეხვედრებზე მოსახლეობასთან საუბრობენ. პარალელურად, ოპოზიცია აფართოებს საკუთარი წარმომადგენლობების ქსელს - დღეს "ახალი", "გირჩი" - "დროას" სახელით გურჯაანში, ლაგოდეხსა და სიღნაღში კოალიციამ ახალი ოფისები გახსნა. პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები მთელი დღის განმავლობაში კახეთის სხვადასხვა რეგიონებში ადგილობრივებს ხვდებოდნენ.
ავტორი: ია გულიაშვილი