საარჩევნო თაღლითობა თბილისშიც ამოქმედდა. "ქართული ოცნება", რომელიც მაჟორიტარების მხარდაჭერის გარეშე რჩება, უკვე დედაქალაქშიც იწყებს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური სქემის განხორციელებას. მმართველმა პარტიამ 8 ე.წ. დელეგატი დაასახელა და ახლა იმედი აქვს, რომ მათი სახით პარტიას მოსახლეობის მხარდაჭერა გაეზრდება. ხელისუფლების ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" ეს სქემა სახელმწიფო რესურსების მობილიზებას და წინასაარჩევნო ილუზიების შექმნას ემსახურება.