რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციულ ბიუროს "ოცნების" ფინანსებზე შეკითხვები არ აქვს და ოპოზიციას ემუქრება

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე 2 თვით ადრე ოლიგარქის რეჟიმმა უკვე დაიწყო ოპოზიციური პარტიების ფინანსური შევიწროება - ანტიკორუფციულმა ბიურომ, რომელსაც პოლიტიკური პარტიების ფინანსების მონიტორინგი ევალება, დღეს პირველი ანგარიში წარადგინა. 

როგორც აღმოჩნდა ბიუროს არანაირი შეკითხვა არ აქვს ქართული ოცნების ფინანსებთან დაკავშირებით, სამაგიეროდ ოპოზიციურ პარტიებს ფინანსურ ანგარიშგებას უწუნებს, პროპაგანდისტულ ბრალდებებს უყენებს უცხოეთიდან შესაძლო დაფინანსების თაობაზე და ფინანსური ჯარიმებით ემუქრება. 

"ჩვენ ყველა პოლიტიკური პარტიის ფინანსურ მონიტორინგს ვახორციელებთ, მათ შორის, ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილ დეკლარაციებს. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით გამჭვირვალობა, შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და 1-ლი იანვრიდან აგვისტოს თვის ბოლომდე ყველა პოლიტიკური პარტია ვალდებულია წარმოადგინონ თავიანთი ფინანსური ანგარიშები, მათ შორის, ქართული ოცნებაც. " ამბობს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი. 

კითხვას, გამჭვირვალეა თუ არა მმართველი პარტიის დაფინანსება, თანამდებობაზე ღარიბაშვილის მიერ დანიშნული კუპრაშვილი არ პასუხობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ შეგვიძლია ფინანსური დეკლარაციები შევამოწმოთ. 

ჯერჯერობით ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის გაუქმებაზე მინიშნებას არ აკეთებს, თუმცა დროს ოპოზიციას 31 აგვისტომდე აძლევს. 

გარდა ოპოზიციური პარტიებისა, რაჟდენ კუპრაშვილი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათ შორის NDI-სა და IRI-ს მოუწოდებს, გრანტების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს, რათა „დაფინანსებული ღონისძიებები არ იყოს გამოყენებული პარტიების მხარდასაჭერად“.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი