ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გადადგა

გამოქვეყნდა:

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. ცაგერის საკრებულოს დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია ზალკალიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

"საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ზალკალიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. საკრებულო წარმატებებს უსურვებს ბატონ ლევან ზალკალიანს მომავალ საქმიანობაში", - წერია საკრებულოს განცხადებაში.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი