
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის, მარიკა დარჩიას სიძე რუსეთის სამხედრო მანქანის დახმარებისთვის დაასანქცირა. ალექსანდრე ორლოვი, წლების განმავლობაში ჩართული იყო უცხოეთში დამზადებული ნახევარგამტარებისა და ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიების შესყიდვისაში, რომელიც საბოლოოდ რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ამარაგებდა.
მარიკა დარჩია 2017-2021 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი იყო და თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
სანქცირებული ალექსანდრე ორლოვი დარჩიას შვილის ქმარია და შვეიცარიისა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს.
აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 23 აგვისტოს გააფართოვა და რუსეთის ხელშეწყობისთვის დამატებით კიდევ 400-მდე პირსა და ორგანიზაციას დაუწესა შეზღუდვები.