"29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა - ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს..." - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს.
29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა - ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს, საკუთარ ახალგაზრდობას და ქვეყნის პატრიოტებს შიგნით, გარეთ კი ჩვენს ერთგულ პარტნიორებს. ყველას ცალ-ცალკე და ყველას ერთად მოღალატეობა დააბრალეს. მაშინ დავდექით უპირობოდ ჩვენი მომავლის გზაგასაყარზე და სასიცოცხლო არჩევანის წინაშე. ან იქნება ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი და მართლაც ღირსეული მომავალი, ან დაბრუნდება წარსულში რუსეთის მარწუხებში, რომელიც დღითიდღე საკუთარ უსასტიკეს და დაუნდობელ სახეს ამჟღავნებს. არჩევანია მართლაც რუსული დაუნდობლობის და ქართული საუკუნოვანი შემწყნარებლობას შორის. ყოველდღიურად, საქართველო, მაგალითს იძლევა ამ შემწყნარებლობის... - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.