"დაგვპირდნენ ერთპიროვნულ დიქტატურას" | პრეზიდენტი "ოცნების" საარჩევნო კამპანიაზე

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებით, ქართული ოცნება საკუთარ ხალხს გამარჯვების შემთხვევაში, ერთპიროვნულ დიქტატურას პირდება. ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, ზურაბიშვილმა დღეს საპარლამენტო არჩევნები ოფიციალურად დანიშნა 26 ოქტომბერს და ივანიშვილის პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაზე ისაუბრა:

"მცხეთიდან საარჩევნო კამპანია გაიხსნა. საკუთარ ხალხს გამარჯვების შემთხვევაში  დაპირდნენ შურისძიებას, შევიწროებას, სხვა აზრის მქონე ადამიანების დევნას, თავისუფალი პროტესტის შეზღუდვას, პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას. მოკლედ რომ ვთქვათ, დაგვპირდნენ ერთპარტიულ, ერთპიროვნულ დიქტატურას. დაგვხატეს სამომავლო საქართველო, სადაც ერთი მუჭა ადამიანებს ექნებათ ყველა უფლება და სხვებს კი რაღა დარჩებათ, თუ არა ერთი უფლება - ქვეყნიდან წასვლის უფლება. 

არევანი იქნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის. რუსეთთან უღირსი კომპრომისებისა და რეალურად , სულის გაყიდვის ფასად დამორჩილება, თუ ევროპაში, თანასწორუფლებიან ქვეყნად წარდგენა და იქ ჩვენი სახელის, ისტორიის, ნიჭის და შესაძლებლობების გატანა და საქართველოს სათანადოდ წარმოჩენა თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში. ეს არჩევანი მეორედ არ დაგვიდგება, ჩვენი გადასაწყვეტია დღეს. 

ეს არჩევნები საკმაოდ რთულ პირობებში ჩატარდება, უკვე გვემის ხელისუფლების ყველა დონეზე გაჟღერებული მუქარა. გვაშინებენ ხან ომით, ხან მახვილით, ხან დაჭერებით, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რამეთუ არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ხალხის წინააღმდეგ წავა და გაიმარჯვებს. " აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ საზოგადოება მობილიზებული იქნება, დაცული იქნება ხმებიც, არჩევნებიც, მომავალიც და სტაბილურობაც. მისივე თქმით, ეს არჩევნები ცალ-ცალკე ოპოზიციური პარტიების მოსაგები არაა - "დროა მხოლოდ გადარჩენის, ახალი რეალობის შექმნის, ევროპის გზაზე დაბრუნების..." ამბობს პრეზიდენტი.  

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი