"ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ისრაელის დასაცავად მზადაა" | კირბი

გამოქვეყნდა:

"ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ისრაელის დასაცავად მზადაა", - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერი, ჯონ კირბი ისრაელის ტელევიზიასთან ინტერვიუში საუბრობს.

მისი თქმით, თავდასხმის ალბათობის პროგნოზირება რთულია, თუმცა თეთრი სახლი ირანის რიტორიკას სერიოზულად აღიქვამს: "ვფიქრობთ, რომ ისინი კვლავ მზად არიან, თავდასხმა განახორციელონ, თუ ამის გაკეთება ენდომებათ, ამიტომ რეგიონში გაძლიერებული სამხედრო მზადყოფნა გვაქვს".

კირბი ამბობს, რომ შეერთებული შტატების გზავნილები ირანის მიმართ თანმიმდევრულია და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. 

"პირველი გზავნილია: ნუ გააკეთებთ ამას. ესკალაციის მიზეზი არ არსებობს. არ არსებობს მიზეზი, რომ პოტენციურად დაიწყოს რეგიონული ომი. მეორე: ჩვენ მზად ვიქნებით, დავიცვათ ისრაელი, თუ ეს საჭირო გახდება", - აცხადებს კირბი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი