რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად კრივოი როგში დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, კრივოი როგში, სასტუმროზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. როგორც უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურმა ოთხშაბათს დილით გაავრცელა ცნობა, მაშველებმა მეოთხე დაღუპულის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

სასტუმრო "ავრორას" კრივოი როგის ცენტრში ბალისტიკური რაკეტა მოხვდა. სასტუმრო გვერდით არის სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები, რესტორანი, საკრებულოს შენობა და მერიის შენობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი