ინდოეთში მასშტაბური აქციები იმართება ექიმი ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობის შემდეგ

გამოქვეყნდა:

ინდოეთში პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი ასობით დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც სამშაბათს აღმოსავლეთ ქალაქ კოლკატაში აქციაზე გამოვიდნენ. აქციები ქალაქის საავადმყოფოში 31 წლის ექიმი ქალის გაუპატიურობისა და მკვლელობის შემდეგ დაიწყო.

სამშაბათს ათასობით ადამიანი გაემართა კოლკატაში მთავრობის შენობისკენ, დასავლეთ ბენგალიის მთავარი მინისტრის, მამატა ბანერჯის გადადგომის მოთხოვნით.

დანაშაულთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. საქმე გამოსაძიებლად ცენტრალურ ბიუროს გადაეცა ადგილობრივი პოლიციის ნელი პროგრესის კრიტიკის შემდეგ. ექიმის ოჯახი ამტკიცებს, რომ ეს იყო ჯგუფური გაუპატიურების შემთხვევა, გაკვეთამ დაადასტურა სექსუალური ძალადობა.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის იყო შეტაკება, სამართალდამცავებმა ხელკეტები გამიყენეს დემონსტრანტების დასაშლელად. პოლიციის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურად ისაუბრა მედიასთან, თქვა, რომ სულ მცირე 100 მომიტინგე დააკავეს „ძალადობის შექმნისთვის“.

ინდოეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები ყველაზე მასშტაბურია 2012 წელს დელისკენ მიმავალ ავტობუსში 23 წლის ქალის ჯგუფურად გაუპატიურების შემდეგ. აქტივისტები ამბობენ, რომ ქალების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების მაჩვენებელი ისევ მაღალია მიუხედავად 2012 წლის შემდეგ ამოქმედებული მკაცრი კანონებისა.

2022 წელს, უახლესი წელი რომლის ჩანაწერები ხელმისაწვდომია, პოლიციამ დააფიქსირა გაუპატიურების 31,516 შეტყობინება - 20 პროცენტიანი ნახტომი 2021 წელთან შედარებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი