
რუსული სამთავრობო მედია TASS, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სადისპეტჩერო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კიროვის ოლქის ქალაქ კოტელნიჩში მდებარე ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო.
მანამდე რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე სოკოლოვმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმა იყო ნავთობპროდუქტების შესანახ ავზზე კოტელნიჩში.
"5 დარტყმა განხორციელდა პოტენციურად საშიშ ობიექტზე თვითმფრინავის ტიპის დრონებით. მსხვერპლი არ ყოფილა, ცოტა კვამლია", - განაცხადა "ტასის" თანამოსაუბრემ.