პარტია "გახარია საქართველოსთვის" მხარდაჭერის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს ხონის და სენაკის სკოლის დირექტორები | მეზვრიშვილი

გამოქვეყნდა:

„ოცნებამ“ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური დევნით დაიწყო - ამის შესახებ პარტიაში „გახარია  საქართველოსთვის“ აცხადებენ. ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, მათი პარტიის მხარდაჭერის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს ხონის და სენაკის სკოლების დირექტორები და მათ ნაცვლად „ოცნების“ პარტაქტივი დანიშნეს: ხონში - სოფლის რწმუნებულის და სენაკში - პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლე. 

მეზვრიშვილის განცხადებითვე, რამდენიმე დღის წინ, კასპის საკრებულოს დეპუტატის მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა გახარიას გუნდის წევრს

"გუშინ, პარტია "გახარია საქართველოსთვის" მხარდაჭერის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს ხონის და სენაკის სკოლის დირექტორები - მინდია გველებიანი და შორენა შამათავა, რომლებიც ადგილზე უპრეცედენტო მხარდაჭერით და ავტორიტეტით სარგებლობენ. 

რამდენიმე დღის წინ, კასპის საკრებულოს დეპუტატის მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა ჩვენი გუნდის გამორჩეულად აქტიურ წევრს, თათია ბროლაძეს." - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

პარტიაში აცხადებენ, რომ მომხდარ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას აკისრებენ "ოცნების" ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი