
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო სარჩელების განხილვაზე პარლამენტის წარმომადგენლები ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე იქნებიან. ინფორმაციას გამოცემა "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო რუსული კანონის საწინააღმდეგო ოთხ სარჩელზე განხილვას ხვალ, 29 აგვისტოს, 11:00 საათზე დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო სარჩელები საკონსტიტუციოში პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა შეიტანეს.