იტალიაში ბინის გაქურდვის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს

გამოქვეყნდა:

იტალიაში ბინის გაქურდვის ბრალდენით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ეჭვმიტანილები 35 და 33 წლის კაცები არიან. მედია წერს, რომ ქართველებმა სახლის გატეხვის შემდეგ ნივთები გამოიტანეს და შემთხვევის ადგილი მანქანით დატოვეს, რა დროსაც პოლიცია აედევნა.

ეჭვმიტანილების მანქანაში ჩხრეკა ჩატარდა. პოლიციამ ქართველების მანქანიდან ოქროს ძვირფასი ნივთები და ბინის გასატეხი სპეციალური ხელსაწყო ამოიღეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი