Politico: საფრანგეთმა პაველ დუროვის ძმის დაკავების ორდერიც გასცა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთმა Telegram-ის თანადამფუძნებლის, პაველ დუროვის ძმის დაკავების ორდერი გასცა - ამის შესახებ Politico საქმეში ჩართულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ 

Politico-ს მოპოვებულ დოკუმენტში ჩანს, რომ საფრანგეთში Telegram-ის ირგვლივ გამოძიება გაცილებით უფრო ფართოა და თვეების წინაა დაწყებული. მანამდე ფრანგული მედია ამბობდა, რომ გამოძიება მხოლოდ ივლისში დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ 24 აგვისტოს, პარიზის აეროპორტში დააკავა. მის გასამართლებას, პროკურატურა 12 მუხლით ითხოვს, მათ შორის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში თანამონაწილეობისა და ასევე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვის მუხლით.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი