ანტიდემოკრატიული ქმედებები "ქართული ოცნებისგან" და კიდევ ერთი მკაცრი გაფრთხილება დასავლეთიდან. შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიის დაზიანების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და მორიგ ჯერზე საუბრობს მძიმე შედეგებზე. ამპოზიციას იზიარებენ ევროკავშირშიც, სადაც ასევე მზადაა სანქციების ახალი ჩამონათვალი, რომლის ამოქმედებზეც ბრიუსელი "ქართული ოცნების" ქმედებების მიხედვით იმსჯელებს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ არჩევნების მოახლოებასთნ ერთად, დასავლური სამყარო სულ უფრო აქტიურად იმოქმედებს ქართველი ხალხის არჩევანის დასაცავად.