მედია: ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეს ასფალტი სახლამდე დაუგეს, სასმელი წყალი კი ინდივიდუალურად მიუყვანეს

გამოქვეყნდა:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ერგეში, გზა მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის თენგიზ ირემაძის, სახლამდე დააგეს, სასმელი წყალი კი სათავე ნაგებობასთან დაერთებით სახლამდე მხოლოდ მას მიუყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ თენგიზ ირემაძის კუთვნილ სახლში არავინ ცხოვრობს. საკრებულოს თავჯდომარე აღნიშნულ ტერიტორიაზე კოტეჯების მოწყობას გეგმავს. 

ადგილობრივი გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის მონაცემებით, სახლი თენგიზ ირემაძის სახელზე ფიქსირდებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, ახლა ქონება დედის, ლიანა ირემაძის სახელზეა რეგისტრირებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი