საქართველოზე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენ გვინდა | ბრაჟე

გამოქვეყნდა:

საქართველოში მიმდინარე პროცესებსა  და ივანიშვილის გუნდის პოლიტიკას ამ წუთებში ბრიუსელში,   ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ. დიპლომატები მსჯელობენ როგორი უნდა იყოს ევროკავშირის პასუხი "ოცნების" მუქარაზე, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ეხება.

არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ბაიბა ბრაჟე ამბობს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ისევ არ პროგრესირებს:

"ჩვენ დღეს, ასევე, ვისაუბრებთ საქართველოზე, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენ გვინდა. კითხვა მდგომარეობს იმაში, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვიცით პრობლემა, ვიცით დიაგნოზი, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ. ეს იქნება ინფორმაციის გაცვლა, როგორც პოზიტიური კუთხით, როგორ წავახალისოთ საქართველო, ასევე იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა რაიმე, რაც შეიძლება გაკეთდეს საქართველოს წახალისებისთვის" ამბობს ბაიბა ბრაჟე

შეხვედრაზე მსჯელობის მთავარი თემებია უკრაინის ომი, ასევე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი