
უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ამ კვირაში პირისპირ შეხვედრებზე ბაიდენის ადმინისტრაციას წარუდგენს რუსეთში არსებული პოტენციური სამიზნეების ჩამონათვალს, იუწყება CNN უმაღლესი რადას დეპუტატზე დაყრდნობით. ისინი წარადგენენ პრიორიტეტული სამიზნეების ჩამონათვალს, "რომელთა გარეშეც რთული იქნება ომის კურსის შეცვლა უკრაინის სასარგებლოდ".
ერმაკი და უმეროვი შეხვდებიან აშშ-ის ოფიციალურ პირებს, რათა სცადონ "დაარწმუნონ თეთრი სახლი რუსეთის ტერიტორიაზე შორი დისტანციური იარაღით დარტყმების შეზღუდვის მოხსნის აუცილებლობაში" - თქვა დეპუტატმა, რომელმაც ანონიმურად ისაუბრა.
უმეროვი პარასკევს შეხვდება თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, განუცხადეს აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა CNN-ს. უცნობია ვის შეხვდება იერმაკი. ვაშინგტონში წინა ვიზიტებისას ის შეხვდა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეიკ სალივანს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა შეერთებულ შტატებს პოტენციური რუსული სამიზნეების სია უნდა მიაწოდონ, პირველად Politico-მ გაავრცელა.