
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვასა და მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით პოლიტიკური კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ბათუმიდან საგანგებო განცხადებით ეხმაურება. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, ახლა ჯერი საკონსტიტუციო სასამართლოზეა.
"არა რუსულ კანონს, კი ევროპას! ეს არის ჩვენი არჩევანი! ახლა ჯერი საკონსტიტუციო სასამართლოზეა, რადგან თითოეულ მოსამართლეს აქვს არჩევანი, დადგეს ქართველი ხალხის გვერდით ან დადგეს ივანიშვილის გვერდით, დადგეს ან საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად ქართველ ხალხთან ერთად ან ჩაყვეს ივანიშვილს...
მჯერა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება არჩევანი ევროპული მომავლისთვის. 26 ოქტომბერი იქნება ბოლო შანსი, მოვიპოვოთ ევროპული კეთილდღეობა და უარი ვუთხრათ სიღატაკეს, - ამბობს ბოკუჩავა.