"14 წლის შემდეგ გაახსენდათ რომ უნდა გამომკითხონ" | "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი თამარ ჭელიძე ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი თამარ ჭელიძე ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს. საქმე ეხება 14 წლის წინანდელ საქმეს, როცა ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. რა კითხვები აქვს გამოძიებას პარტია "ახალის" კრწანისის რაიონის შტაბის ხელმძღვანელთან, უცნობია. თავად ამ ფაქტს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. თამარ ჭელიძე კოალიციის წვერი რამდენიმე დღის წინ გახდა.

"დაბარებული ვარ გამოკითხვაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეობის პერიოდში პრივატიზების ერთ-ერთ თემასთან დაკავშირებით. ეხება 2010-2011 წლებს, ერთი წელი ვიყავი მოადგილე ზუსტად და ახლა 14 წლის შემდეგ გაახსენდათ რომ უნდა დამიბარონ და გამომკითხონ ამ საქმესთან დაკავშირებით. უნდა გითხრათ, რომ ამდენი წლის მერე. წინასაარჩევნო პერიოდში დაბარება უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ აქტიურობას და განსაკუთრებით "ახლებთან" ჩემს კავშირს. იმიტომ რომ კრწანისის რაიონში ჩავერთე წინასაარჩევნო კამპანიაში. დარწმუნებული ვარ ეს არის ხელისუფლების მესიჯი სხვებისთვის, რომ არ ვიაქტიუროთ," - განაცხადა თამარ ჭელიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი