რუსებმა ხარკოვი დაბომბეს | დაღუპულია 4 და დაშავებულია 30-მდე მშვიდობიანი მოქალაქე

გამოქვეყნდა:

რუსულმა ძალებმა დღეს ნაშუადღევს ხარკოვს მართვადი საჰაერო ბომბებით შეუტიეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა 4, მათ შორის 14 წლის მოზარდი,  რომელიც დაბომბვის დროს ეზოში იმყოფებოდა. დაშავდა 30-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. ცეცხლი გაუჩნდა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, სადაც 3 ადამიანი დაიღუპა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი