საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება ისევ არ არსებობს - ქართული პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკურ ცაიტნოტშია

გამოქვეყნდა:

ქართული პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკურ ცაიტნოტშია. დღეს ხელისუფლებამ ოპოზიციას ახალი ულტიმატუმი წაუყენა, თუ შეთავაზებულ ვარიანტს არ დათანხმდებიან, ცვლილებებს „ქართული ოცნება“ პარლამენტში ოპოზიციის თანხმობის გარეშე გაიტანს. 

ოპოზიცია პროპორციულთან ყველზე ახლოს მყოფ საარჩევნო მოდელს ითხოვს, ამბობს, რომ 110/40- კონფიგურაციას არ დათანხმდებიან. ამის საპასუხოდ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ისეთი მოდელი შეიმუშავეს, რომელიც პოლიტიკური სპექტრისთვის საოცნებოა.

ხელისუფლება ოპოზიციის პოლიტიკურ ბულინგზე გადავიდა და თქვეს, რომ თუ მმართველი პარტიის შეთავაზებულ საარჩევნო მოდელს არ დათანხმდებიან, ეს იქნება გზავნილი, რომ მათ არა დემოკრატიული არჩევნები, არამედ რევოლუცია უნდათ და მოლაპარაკებების ჩაშლაც ამ გეგმის ნაწილია. პოლიტიკურ ბულინგს ოპოზიციამ პოლიტიკური ბრალდებით უპასუხა.

ოპოზიცია დღეს ამბობდა, რომ მათ აქვთ ღია გზავნილები რამდენად მწვავე იქნება ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის რეაგირება თუ არ მოხდება საარჩევნო სისტემის ცვლილება. ოპოზიცია სანქციების დაწესება ივანიშვილის გუნდის მიმართ არ გამორიცხავს. ამერიკის შეერთებული შტატებიდან რომ რეაქცია უმწვავესი იქნება ხელისუფლების ოპონენტებისთვის, კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებებიც ადასტურებს.

„ოცნებისგან“ პასუხს და გადაწყვეტილებას ელოდებიან დიალოგში ჩართული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ელჩები დღეს მთელი დღის განმავლობაში ამბობდნენ, რომ კომპრომისი აუცილებელია.

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად ოპოზიციის დღის წესრიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხიც დგას. კრიზისის განსამუხტავად „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ დაჭერებზე უარი უნდა თქვას.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი