მონღოლეთის ხელისუფლებამ უნდა დააკავოს პუტინი, თუ ის იქ ჩავა | ICC

გამოქვეყნდა:

მონღოლეთის ხელისუფლებამ თავისი ვალდებულებების შესაბამისად უნდა დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი ქვეყანაში მისი ვიზიტის შემთხვევაში - განაცხადა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ BBC-სთვის მიცემულ კომენტარში. ICC-ის სპიკერმა ფადი ელ-აბდალამ გამოცემას უთხრა, რომ, მონღოლეთს, ისევე როგორც ICC-ის სხვა წევრებს, აქვთ „სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულება“ და ეს ეხება დაკავების ორდერებსაც, მათ შორის პუტინის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, პუტინი 3 სექტემბერს მონღოლეთში ვიზიტს გეგმავს. ეს იქნება მისი პირველი ჩასვლა ქვეყანაში, რომელიც რომის სტატუტის ხელმომწერია. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს [ICC] კი 2023 წლიდან, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის, პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.

პუტინის პრესმდივანმა პესკოვი აცხადებს, რომ კრემლის "არ ნერვიულობს ამ ვიზიტის გამო და ყველა დეტალი საგულდაგულოდაა მომზადებული".

მონღოლეთის ხელისუფლებას პუტინის დაკავებისკენ მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი