ისრაელის უსაფრთხოების ძალების მიერ, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ კიდევ ერთი მეთაური | BBC

გამოქვეყნდა:

BBC-ის ინფორმაციით, დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მოკლულია დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერი ქალაქ ჯენინში, ვისამ ხაზემი და კიდევ ორი მებრძოლი.

„ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს ვისამ ხაზემი, შემდეგ კი საჰაერო დარტყმები განახორციელეს დანარჩენ ორზე, როცა ისინი გაქცევას ცდილობდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სამი მამაკაცი მოკლულია ქალაქ ზაბაბდეს მახლობლად, ჯენინის სამხრეთ-აღმოსავლეთით. დაჯგუფება „ჰამასმა“ ასევე დაადასტურა მათი გარდაცვალება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ სანაპიროზე, სულ მცირე, 20 პალესტინელი დაიღუპა. შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა განაცხადეს, რომ მოკლულთა უმრავლესობა მათი მებრძოლი იყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი