სიტყვა მოღალატე ძალიან ბევრჯერ გამომიყენებია და ძალიან ბევრჯერ გამოვიყენებ, როგორც ჩანს | ენათმეცნიერის გამოსვლა საკონსტიტუციო სასამართლოში

გამოქვეყნდა:

"სინონიმებია, თუ არა მოღალატე, ჯაშუში და უცხოური ინტერესების გამტარებელი" - ამ შეკითხვით პარლამენტის წარმომადგენელმა ქრისტინე კუპრავამ საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე, ენათმეცნიერ მარინა ბერიძეს მიმართა. რაზეც მისი პასუხი იყო, რომ ზუსტი სინონიმები არაა, მაგრამ ასოციაციური ჯაჭვებია და ყველა ერთად უკავშირდება აგენტსაც და გამტარებელსაც.

ქრისტინე კუპრავას მორიგი კითხვა კი სიტყვა "ნაღალატევს" უკავშირდებოდა. კითხვამ კითხვის ადრესატიც და დარბაზში მყოფი სხვა პირებიც დააბნია.

"თქვენ როგორ გაიგებდით გამოთქმას, კარები იხურება, შემდეგი სადგური "ნაღალატევი". რას ნიშნავს სიტყვა ნაღალატევი?" 

ამასთან კუპრავამ მარინა ბერიძეს დაუსვა შეკითხვა, რომ უწოდებია თუ არა ვინმესთვის მოღალატე, რაზეც ენათმეცნიერის პასუხი უარყოფითი იყო, პასუხად რუსული კანონის ინტერესების დამცველმა მარინა ბერიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული საჯარო სტატუსები წაიკითხა, სადაც ის სიტყვა მოღალატეს იყენებს და აღნიშნა, რომ გაცემული პასუხის გამო ენათმეცნიერის სანდოობა ეჭვს იწვევდა.

"მე ეს კითხვა გავიგე პირისპირ საუბარში თუ ვინმესთვის მიწოდებია მოღალატე და ასეთი არ ყოფილა. მოღალატე როგორ შეიძლებოდა არ გამომეყენებინა. 64 წლის ვარ, საბჭოთა კავშირში დავიბადე. ძალიან ბევრჯერ გამომიყენებია და ძალიან ბევრჯერ გამოვიყენებ, როგორც ჩანს," - განაცხადა მარინა ბერიძემ. მის ან განცხადებას დარბაზში მომჩივანი მხარის მხრიდან ტაში და ოვაციები მოჰყვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი