"მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა" | ოლიგარქის განცხადება და საიდუმლო შეხვედრა საპატრიარქოსთან

გამოქვეყნდა:

რაზე შეთანხმდენენ სახელმწიფო და ეკლესია?! - ცნობილი ხდება, რომ 29 აგვისტოს, საპატრიარქოში "ოცნების" ინიციატივის შესახებ გამართული მსჯელობის შემდეგ, რომლის თანახმადაც მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადებულიყო, კიდევ ერთი შეხვედრა შედგა, სადაც ეკლესიამ და ხელისუფლებამ შეთანხმებას მიაღწიეს. პირველი განცხადება ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში გააკეთა, სადაც მან ხალხს "ოცნების" წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მიმართა. 

"გასულ დღეებში, ჩვენ გაგაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ვგეგმავთ და იქვე აღვნიშნეთ, რომ იყო კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესათანხმებლად კონსულტაციები გვესაჭიროებოდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს.

იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში.

რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, მღვდელმთავრებს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ისევე, როგორც, საზოგადოდ, იმ წვლილისთვის, რომელიც მათ საქართველოს თვითმყოფადობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეაქვთ", - ამბობს ივანიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი