"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონულ ტურნეს განაგრძობს. გაერთიანებამ აბაშაში ახალი ოფისი გახსნა.
ტურნეს ფარგლებში კოალიციის ლიდერები ადგილობრივებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. მოსახლეობასთან კითხვა-პასუხის რეჟიმში შეხვედრა ორი საათის მანძილზე გაგრძელდა.
"აბაშაში, დღეს უკვე "კოალიცია ცვლილებისთვის", 4 ნომერს აქვს საკუთარი საარჩევნო შტაბი. "კოალიცია ცვლილებისთვის" განსხვავდება ყველა პოლიტიკური პლატფორმისგან. რა თქმა უნდა, ცა და დედამიწასავით განსხვავდება "ქართული ოცნებისგან". მჯერა, რომ ყველა სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პლატფორმისგანაც განსხვავდება და აქ არაფერი დასაძრახი არ არის. ჩვენ ამით ვამაყობთ, მიგვაჩნია, რომ ჩვენ შეგვიძლია საუკეთესოდ ავსახოთ ქართველი ხალხის ინტერესი და ნება პოლიტიკაში კოალიციურად. გამარჯვების შემდეგ კოალიცია გავაკეთოთ ქართველ ხალხთან, ღირსებით და სიმართლით გავიმარჯვოთ. "ქართული ოცნება" უნდა დამარცხდეს 26 ოქტომბერს. " - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა და პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ ნიკა მელიამ.