
პოლონელი პოლიტიკოსი, ყოფილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში იმყოფება. მან მესამე პრეზიდენტის დედასთან ერთად, დღეს პატივი მიაგო ყოფილი პრეზიდენტის, ავიაკატასტროფაში დაღუპული ლეხ კაჩინსკის ხსოვნას და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე გააკეთა კომენტარი. ფოტიგა გამოეხმაურა "ოცნების" მუქარას, რომ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, ოპოზიციურ პარტიებს გააუქმებს:
"პოლიტიკური პარტიები დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გარანტია. მათი მუშაობის შეზღუდვა კი მიუღებელია. ეს აფერხებს და ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მე ვგრძნობ რომ ამ მხრივ საქართველოში ძალიან სამწუხარო პროცესები მიმდინარეობს, რის შესახებაც ქვეყნის გარეთაც კარგად იციან და არ არიან ოპტიმისტურად განწყობილნი. პერსონალური სანქციები ახლოსაა. ჩვენ ვცდილობთ ქართველ ხალხს დავეხმაროთ დასავლური მისწრაფებებისკენ სვლაში, მაგრამ არჩევნებამდე თუ არაფერი შეიცვალა სანქციები იქნება. ჩანს რომ მმართველი პარტია ევროკავშირის წინააღმდეგია - დანარჩენი კი ხალხის გადასაწყვეტია." ამბობს ფოტიგა.
