„ჩვენ გაფრთხილებდით“ - კიბერშეტევის მორიგი მუქარა მედიას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საერთო სასამართლოებს.
მოსალოდნელი კიბერშეტევის კიდევ ერთი მუქარა. ჰაკერები სატელევიზიო მედიას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საერთო სასამართლოებს პარალიზებით ემუქრებიან.
„მთავარი არხია“ ერთ-ერთი რომელმაც მიიღო ელექტრონული გზავნილი, რომელშიც მოთხოვნებია გაწერილი.
წერილში მითითებულია, რომ სამი დღის განმავლობაში შეტყობინების ადრესატებმა 500 ბიტკოინი უნდა გადარიცხონ, წინააღმდეგ შემთვევაში ისინი დაიწყებენ იმ ინფორმაციის გასაჯაროებას, რომელიც მათივე სერვერებიდან მოიპარეს. წერილში აღნიშნულია, რომ ისინი გაასაჯაროებენ იმ ინფორმაციას, რომელსაც თავდასხმის ობიექტები მალავდნენ.
შსს-მ აღნიშნული მუქარის წერილების შესწავლა დაიწყო.