"ყველაზე დიდი გამოწვევა არის ახლა საქართველოს მომავალი, იმიტომ რომ მე მხოლოდ ორ გზას ვხედავ საქართველოსთვის, ეს არის ევროპული გზა ან "რუსული სამყარო". ასე რომ, ხალხმა უნდა აირჩიოს, პუტინის კლეპტოკრატიაში უნდა ცხოვრება, აგრესიული რეჟიმის პირობებში, თუ დემოკრატიაში, ევროპული ცხოვრების წესით. მე ლიეტუველი ვარ და ვიცი, რომ ევროპამ ბევრი მისცა ჩემს ქვეყანას, ჩვენ ევროკავშირს 2004 წელს შევუერთდით და ახლა ქართველებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. უცნაურია, რომ 80%-ზე მეტი საქართველოში ევროპული გზის მომხრეა და ზოგიერთი მათგანი მაინც ხმას აძლევს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ღიად გამოხატავენ მხარდაჭერას რუსეთის მიმართ".
ამბობს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე. ის მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებულ თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას - "გარდამტეხი წელი" ესწრება.