
პროლეტარსკში, როსტოვის ოლქი, სადაც ნავთობის საცავი იწვოდა ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, დრონით თავდასხმის შემდეგ, "ღია წვა ლიკვიდირებულია". ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია "ტასი" ავრცელებს ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით.
ხელისუფლებას ჯერ ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.
ცეცხლი ბაზაზე 18 აგვისტოს, გამთენიისას გაჩნდა. როგორც როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილ გოლუბევმა განაცხადა, ცეცხლის გაჩენა გამოწვია ჩამოგდებული უკრაინული დრონის ნამსხვრევებმა, რომლებიც დიზელის საწვავის საცავს დაეცა.
პროლეტარსკის რაიონის ადმინისტრაციის ცნობით, ხანძრის ფართობი 10 ათასი კვადრატული მეტრი იყო. TASS-ის ცნობით, ხანძრის ჩაქრობისას 40-ზე მეტი მეხანძრე დაშავდა.