რუსული კანონის გამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მიღებული გრანტი გაუუქმდა | გია ხარჩილავა

გამოქვეყნდა:

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, რუსული კანონის გამო, მუნიციპალიტეტს მიღებული დაფინანსება გაუუქმდა. ამ თემაზე მან ბრიფინგი დღეს, 2 სექტემბერს გამართა.

"მუნიციპალიტეტმა გრანტი მიიღო და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მაინც ჯიუტად, ჩვენ არა, იმ ხელისუფლებამ ჯიუტად მიიღო ეს კანონი, გაუქმდა ეს გრანტი. მე გაგაცნობთ მიმდინარე პროცესებს. ტურიზმის სტრატეგია წალენჯიხაში არის გაუქმებული. ჩვენ ჩავეხსენით ევროპას, ჩვენ ჩავეხსენით მეგობრებს, ჩვენ ჩავეხსენით დაფინანსებას და პირველი, ხელშესახები რაც აქ ხდება, ეს არის ჩვენგან დეკლარირებული, სხვა მუნიციპალიტეტები ამას არ აღნიშნავენ, მე თქვენ გეუბნებით, რომ წალენჯიხას გრანტი გაუუქმდა ევროპული დაფინანსებისა იმის გამო, რომ რუსული კანონი ჯერჯერობით მოქმედებს საქართველოში", - თქვა მერმა, გია ხარჩილავამ.

ხარჩილავა ამბობს, რომ სხვა მუნიციპალიტეტები თავს შეიკავებენ მსგავსი ინფორმაცია გაასაჯაროონ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი