არასამთავრობოების უმრავლესობა აგენტად რეგისტრაციაზე უარს ამბობს, თუმცა საფრთხედ სახელდება, ის რომ იუსტიციის სამინისტროს უკვე აქვს უფლებამოსილება, შეუზღუდავი ინფორმაცია მოიპოვოს იმ ორგანიზაციების შესახებ, რომელზეც რუსული კანონის მოქმედება ვრცელდება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს განმარტების გაკეთება მოუწიათ იუსტიციის უწყებაშიც. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის დავით დევიძის თქმით, რეესტრში საჯაროდ მხოლოდ ის მონაცემები გამოქვეყნდება,რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული
"ყველა ორგანიზაციამ რომელიც შეავსებს საფინანსო დეკლარაციას, უნდა უზრუნველყოს, რომ როცა ჩამოაყალიბებს მიზანს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები იმგვარად ჩამოაყალიბოს, რომ ეს არ გახდეს საჯარო.
დეკლარაცია პირდაპირ არ ქვეყნდება, ამაზე მუშაობენ საჯარო რეესტრის წარმომადგენლები და თუ იქ იქნება განსაკუთრებული მონაცემები, რომელიც კანონით არ ექვემდებარება გამოქვეყნებას, გაივლის შესაბამის გადამოწმებას. მხოლოდ მას შემდეგ რაც დადასტურდება, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და უნდა დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის შემდეგ გამოქვეყნდება და გახდება საჯარო მხოლოდ ის მონაცემები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული," - განაცხადა დავით დევიძემ.