"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში მეორე მოსმენით ცვლილებები შევა

გამოქვეყნდა:

"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენის ფარგლებში იცვლება. კანონპროექტში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დღეს, 2 სექტემბერს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ გააცნო.

ცვლილების მიხედვით, ამნისტია ცივი იარაღის ტარებისათვის მსჯავრდებულ პირებზეც გავრცელდება, გარკვეული დათქმით - სასჯელისგან და სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ჩაიდინეს 238/1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, მაგრამ ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვისთვის არიან მსჯავრდებულები.

გარდა ამისა, ამნისტია შეეხება გულგრილობასთან დაკავშირებულ მუხლს ( 220/1) - ამ მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებული პირები სრულად გათავისუფლდებიან, რაც შეეხება ამავე მუხლის მეორე ნაწილს, გადაწყვეტილებას მსჯელობის შემდეგ მიიღებენ.

ცვლილებებით: სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის მსჯავრდებული პირები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულების თანხმობა იქნება.

ასევე, დაზარალებულების თანხმობით, გათავისუფლდებიან დოკუმენტის გაყალბებისთვის მსჯავრდებული და ბრალდებული პირები.

დაზარებული თანხმობით სასჯელი გაუნახევრდებათ პირებს, რომლებმა ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) პირველი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები (ავარია რომელსაც მოჰყვა ერთი პირის სასიკვდილო შედეგი). 

ცვლელება შეეხება ნარკოდანაშაულისთვის (დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა) ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებსაც - თუ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილია ჯგუფურად, მაშინ სასჯელი ვადა აღარ განახევრდება, არამედ შემცირდება 1/6-ით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი