მნიშვნელოვანია ამ არჩევნებს მონიტორინგი მთელმა კოლექტიურმა დასავლეთმა გაუწიოს | ანნა ფოტიგა

გამოქვეყნდა:

მნიშვნელოვანია ამ არჩევნებს მონიტორინგი მთელმა კოლექტიურმა დასავლეთმა გაუწიოს  - ამის შესახებ ყოფილმა ევროპარლამენტარმა, ანნა ფოტიგამ "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" განაცხადა. ყოფილმა ევროპარლამენტარმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე პროცესში წამყვან როლს ქართველი ხალხი იკისრებს და ამაში დასავლეთიც დაეხმარება.

"ახლა უკვე ქართველი ხალხის ჯერია  რომ უჩვენოს მსოფლიო თავისი ნება, მნიშვნელოვანია მთელმა კოლექტიურმა დასავლეთმა მონიტორინგი გაუწიოს ამ არჩევნებს. მე ვხედავ რომ წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, რა თქმა უნდა ეს ყოველთვის რესურსებსა და ფულზეა დამოკიდებული, მაგრამ  ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ ფასეულობები და რწმენა გაცილებით უფრო ძლიერია ამაზე. მე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი იკისრებს ამ პროცესში წამყვან როლს და ჩვენ დასავლეთი დავეხმარებით ამაში," - განაცხადა ანნა ფოტიგამ.

ყოფილი ევროპარლამენტარი საქართველოში თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად არის ჩამოსული. კონფეენცია სახელწოდებით "გარდამტეხი წელი" მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მასპინძლობით იმართება. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი