შიდა ქართლში კორონავირუსით დაინფიცირებული პირი არასრულწლოვანია

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული არასრულწლოვანი და 18 სექტემბერს დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტია. 

შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში სულ 258 ნიმუში იყო გაგზავნილი. ამ დროისთვის ყველა კონტაქტი გამოვლენილი და შესწავლილია.  

ეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. 

ინფიცირების 196 ახალი შემთხვევის რეგიონული განაწილება ასეთია: 128-აჭარა, 30-თბილისი, 19-ქუთაისი, 6-სამეგრელო ზემო-სვანეთი, 5 ქვედა ქართლი, 1 შიდა ქართლი, 4 გურია, 2 მცხეთა-მთიანეთი, 1 კახეთი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 3 502;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 494;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 014;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა. გარდაიცვალა 900 000-ზე მეტი, ხოლო გამოჯანმრთელდა თითქმის 23 მილიონი ადამიანი.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი