სასტიკი მკვლელობა ქარელში | ოქროს მოწმის თქმით, ბრალდებულები მოკლულის ცხედრის გადამალვას აპირებდნენ - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

გლოვა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში და ძმები მედოშვილები ბრალის წარდგენის მოლოდინში - “მთავარმა არხმა” ქარელის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია.

ცნობილი ხდება, რომ საქმეს ჰყავს ოქროს მოწმე, რომელმაც ნიკა ღვინიაშვილი ნაწამები და ხელებშეკრული ნახა, დახმარება კი 112-ში ითხოვა. სოფელში არსებობს ეჭვი, რომ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და წამების შემდეგ, ბრალდებულები ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის გადამალვას აპირებდნენ, გეგმის სისრულეში მოყვანას კი ხელი სწორედ საქმის ოქროს მოწმემ შეუშალა. 

ამ დროისთვის, მკვლელობის ოქროს მოწმეს მედიასთან გამოჩენა არ სურს, თუმცა, მან ინფორმაცია თანასოფლელებსა და პოლიციას უკვე მიაწოდა.

"გაკოჭეს და ისე მოახრჩვეს, თავი აქვს გატეხილი, ნაჭდევები წელის არეში. ხელები და ცხვირი გატეხილი, სასტიკად [მოექცნენ]. რომ ვერ მოერივნენ, ხელები ჰქონდა გადაკოჭილი უკან და ასე მოგუდეს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი