
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მძევლების გასათავისუფლებელი შეთანხმების მისაღწევად საკმარისს არ აკეთებს.
მისი თქმით, ამის მიუხედავად, ის ახლოსაა საბოლოო წინადადების წარდგენასთან იმ შეთანხმებისთვის, რომლითაც აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მიერ ღაზაში მძევლად აყვანილი პირები უნდა გათავისუფლდნენ.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა ის, რომ საბოლოო შეთანხმება ორივე მხარეს მიმდინარე კვირაში წარუდგინოს, ბაიდენი პასუხობს: "ამასთან ძალიან ახლოს ვართ".