"მთავარი გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მისაღებია და ეს გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთებთან უნდა გაფორმდეს" - ეს არის მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის მიმართ, რომელიც დღეს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე გაჟღერდა. დასავლელი ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები ქართველ კოლეგებთან ერთად ქვეყანაში პოლიტიკური სცენარების შესახებ მსჯელობენ. როგორ ავარიდოთ საქართველოს ბელარუსიზაციის საფრთხე და რა მეთოდებით შეიძლება ოლიგარქიული რეჟიმის დასრულება - ეს მთავარი კითხვები, რომლებზე პასუხიც ცალსახად სამოქალაქო ერთიანობას და პოლიტიკურ წინააღმდეგობას გულისხმობს.