ფინეთის მთავრობა აპირებს, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა აუკრძალოს

გამოქვეყნდა:

ფინეთის მთავრობა აპირებს, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა აუკრძალოს - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ანტი ჰაკანენი საუბრობს და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიზანი ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა.

გამონაკლისის სახით, შეზღუდვა არ შეეხებათ ორმაგ მოქალაქეებს და რუსებს, რომლებსაც ფინეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მუდმივი საცხოვრებელი აქვთ.

"რეგულაციები მიზნად ისახავს ფინეთის წინააღმდეგ შესაძლო მტრული გავლენის თავიდან აცილებას”, - თქვა ჰაკანენმა პრესკონფერენციაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი