უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის მიერ გაშვებული 35 დრონიდან 27 ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 3 სექტემბრის ღამეს რუსებმა უკრაინას 3" ისკანდერ-მ/კნ-23-ის" ტიპის ბალისტიკური რაკეტით, მართვადი რაკეტა X-59/69-ითა და 35 "შაჰიდის" ტიპის დრონით შეუტიეს. უწყება ამბობს, რომ ჩამოაგდეს 27 დრონი, 6 დაიკარგა, "არანაირი ინფორმაცია ზარალისა და მსხვერპლის შესახებ არ ყოფილა", ორი დრონი კი გაფრინდა რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის რეგიონისა და ოკუპირებული დონეცკის რეგიონის მიმართულებით.

საჰაერო თავდაცვა მუშაობდა კიევის, ოდესის, ხარკოვის, ნიკოლაევის, ხერსონის, პოლტავას, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი