ბიძინა და EU-ში გაწევრიანება შეუთავსებელია ერთმანეთთან, არ გამოვრიცხავ, დავიწყოთ მსჯელობა უვიზოს შეჩერებაზე | იუკნევიჩიენე

გამოქვეყნდა:

"ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს ღიად უნდა ვთქვა: ბიძინა და ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია ერთმანეთთან. დებიძინიზაციის გარეშე ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი და ვიცი მათი დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ იყო დაფუძნებული დამსახურებაზე. ეს იყო უფრო ქართველი ხალხის წახალისება, რომ ისინი არ უნდა დანებდნენ და ბრძოლა გააგრძელონ. [...] მე არ ვიცი, ამაზე უფრო როგორ უნდა გართულდეს სიტუაცია და არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ დავიწყოთ მსჯელობა უვიზო რეჟიმის შეწყვეტის თაობაზე. საქართველო ლიდერი იყო ევროპული რეფორმების მხრივ, ახლა კი სომხეთი უფრო წინ არის, ვიდრე საქართველო". 

თქვა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ, რომელიც თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე - "გარდამტეხი წელი" იმყოფება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი