არჩევნები ემიგრანტების გარეშე | "ემგიდმა" ხელისუფლების გადაწყვეტილება ცესკო-ში გაასაჩივრა

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების გადაწყვეტილება, არ გახსნას დამატებითი უბნები საზღვარგარეთ, პლატფორმა "ემგიდმა" გაასაჩივრა. მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართეს 4 სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ემიგრანტების სახელით. პლატფორმის წარმომადგენლების ინფორმაციით, კიდევ 50 ქალაქში მცხოვრები ემიგრანტები ემზადებიან განცხადებისთვის.

საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სურთ 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, თუმცა იმ შემთხვევაში თუ დამატებითი საარჩევნო უბნები არ გაიხსნება ისინი ხმის მიცემას ვერ შეძლებენ.

"ეს ადამიანები ითხოვენ უბნების გახსნას საზღვარგარეთ, ვინაიდან მათ უწევთ ასობით და ხშირ შემთხვევაში, ათასზე მეტი კილომეტრის გავლა. ეს არის პრაქტიკულად შეუძლებელი საარჩევნო დღის განმავლობაში, ამიტომ ცესკოს თავისი ვალდებულება აქვს, 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად საარჩევნო კოდექსის, რომ გახსნას ყველა იმ ქალაქში უბანი, სადაც 50-ზე მეტი ამომრჩეველი ამას ითხოვს. შესაბამისად ჩვენ მივმართეთ ამ მოთხოვნით, ახლა 4 ქალაქი არის, მაგრამ 50-ზე მეტი ქალაქი უკვე არსებობს და ნელ-ნელა, ეტაპობრივად ამას ჩვენ მომავალშიც შევიტანთ და მოთხოვნა არის უბნის გახსნა," - ამბობს ბაჩანა შენგელია, პლატფორმა "ემგიდის" წარმომადგენელი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 48 საათში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გახსნის თუ არა 4 ქვეყანაში დამატებით საარჩევნო უბნებს. იმ შემთხვევაში თუ "ემგიდის" მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ორგანიზაციის გათვლებით, 80 000-მდე ემიგრანტი ვერ შეძლებს კონსტიტუციური უფლების გამოყენებას. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი