ამ ხელისუფლებას ქვეყანა არ მიჰყავს EU-ს წევრობისაკენ, ახლა მაგიდაზე დევს უვიზო რეჟიმის საკითხიც | ანა მარია ბილტი

გამოქვეყნდა:

"ეს იქნება გადამწყვეტი არჩევნები, სადაც თქვენი ხმა  განსაზღვრავს გექნებათ ევროპული მომავალი, თუ არა. ევროკავშირში წევრობა არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და რასაც ახლა ვხედავთ, მიდიხართ არასწორი მიმართულებით. მიღებულია ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება წევრობის კრიტერიუმებს. იმედი მაქვს, მოქალაქეები რომელთაც სურთ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მიხვდებიან, რომ ამ ხელისუფლებას ქვეყანა არ მიჰყავს წევრობისაკენ. პირიქით, ევროკავშირის ლიდერებისათვის სულ უფრო ართულებს რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს წევრობას, რადგან არსებობს კრიტერიუმები და ისინი არაა შესრულებული. ასე რომ, გამოიყენეთ თქვენი ხმა. უკრაინა და მოლდოვა უკვე არიან მოლაპარაკების ეტაპზე. საქართველო არა. მოქალაქეები ხვდებიან, რომ მთავრობის ნაბიჯების გამო, ისინი იხდიან ძალიან მაღალ ფასს და რისკავენ ვეღარ დაეწიონ ამ მატარებელს. ახლა მაგიდაზე დევს უვიზო რეჟიმის საკითხიც. რა თქმა უნდა, შეიძლება ბრიუსელში დაიწყონ ამ საკითხზე ფიქრი."

აცხადებს ყოფილი ევროპარლამენტარი ანა მარია ბილტი თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი